laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში რეორგანიზაციის შედეგად მედპერსონალს ხელფასები გაეზარდა


რეორგანიზაციის შედეგად, ყველა პენიტენციური დაწესებულების, მათ შორის N 18 და N19 სამკურნალო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს თანამდებობრივი სარგო გაეზარდა. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე თითოეული ექთანი (სულ 153 ექთანი) ხელფასის სახით მიიღებს 1260 ლარს 900 ლარის ნაცვლად, ექიმის ხელფასი გახდა 1600-2000 ლარი, ნაცვლად 1300-1500 ლარისა, აგრეთვე დაემატა ექიმი-ფსიქიატრის 5 ახალი პოზიცია (ხელფასი 2500 ლარი), რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და ძირითადად N18 სამკურნალო დაწესებულებას უნდა მოემსახუროს. უფროსი ექიმის ხელფასი გახდა 2000 ლარი, ნაცვლად 1800 ლარისა, დაწესებულების სამედიცინო პუნქტის უფროსის ხელფასი კი გახდა 3500 ლარი ნაცვლად მანამდე არსებული სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის 2500-3300 ლარისა. ამასთან, შეიქმნა მთავარი ექიმის 5 ახალი პოზიცია (ხელფასი 4000 ლარი), რომლებიც ჯერ-ჯერობით ვაკანტურია და კონკურსის გზით შეივსება. მოცემულ ახალ პოზიციაზე მომუშავე მთავარი ექიმი რეგიონული უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი და კურატორობას გაუწევს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვას და იზრუნებს განვითარებაზე. სარგოს მატება შეეხოთ აგრეთვე პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს (სანიტრები, დიასახლისები), რომელთა ხელფასიც იყო 700-770 ლარი და გახდა 900 ლარი.

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის დაწყების პროცესის შესახებ, 2019 წლის 8 ნოემბერს ყველა თანამშრომელს ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
სამედიცინო დეპარტამენტში სამედიცინო პერსონალის დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, განისაზღვრა შემდეგი საშუალებები: ზოგადი უნარების ტესტირება; პროფესიული ტესტირება; გასაუბრება.

პროფესიული ტესტირება მოიცავდა სამედიცინო პერსონალის საქმიანობის მარეგულირებელ როგორც ძირითად სამართლებრივ აქტებს, ასევე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი რანგის ექსპერტთან თანამშრომლობით, შემუშავდა 7 ტიპის პროფესიული ტესტი შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით: თერაპია, სტომატოლოგია, საექთნო საქმე, ლაბორატორიული საქმე, ინფექციის კონტროლი და დაავადებათა ეპიდემიოლოგია, ზოგადი და კერძო ფარმაკოლოგია, ასევე სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

ტესტირების ეტაპი იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2019 წლის 13 ნოემბერს დაიწყო და 4 დეკემბერს დასრულდა.

ტესტირების შედეგად, ზოგადი უნარების ტესტირება 451 თანამშრომლიდან 447-მა გაიარა; სამედიცინო პროფილის შესაბამისი პროფესიული ტესტირება 439 თანამშრომლიდან - 435-მა; 4 თანამშრომელი კი ტესტირებაზე არ გამოცხადდა.

გასაუბრების ეტაპი დაიწყო 24 თებერვალს და დასრულდა 13 მარტს. გასაუბრებაზე დაბარებული იყო ყველა თანამშრომელი, რომელმაც ტესტირების ეტაპი გაიარა. რეორგანიზაციის შედეგად სამედიცინო დეპარტამენტში დარჩა 323 საშტატო ერთეული 507-დან, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების ვადად 1 მაისი განისაზღვრა. 507 შტატიდან, რეორგანიზაციამდე, ვაკანტური იყო 129 შტატი, რომელთა დიდი ნაწილიც (71) ასევე გაუქმდა.
imageVideo
იმ ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ


დღეის მდგომარეობით პენიტენციურ სისტემაში 300-მდე ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული. სწორედ ამ შეზღუდვის გამო მოცემული პირები ვერ მოხვდნენ იმ პატიმართა სიაში, ვისაც 22 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან საჩუქრად უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.იმისათვის, რომ 22 აპრილის მდგომარეობით სატელეფონო შეზღუდვის მქონე პატიმრებმაც შეძლონ ოჯახებთან და გარესამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოხდა შეთანხმება პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან და თითოეულ ასეთ პატიმარს 26 აპრილიდან უკვე ექნება საშუალება 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლოს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პემიტენციურ სისტემაში მიმდინარე წლის 5 მარტიდან განსაკუთრებული პირობები მოქმედებს და ამ დროიდან ყველანაირი პაემნის უფლება შეჩერებულია. იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მოცემული შეზღუდვის მიზეზით გარესამყაროსთან უფრიერთობის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც დაუკომპენსირდეთ, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ყველა პატიმარს ყოველთვიურად 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ეძლევა უფასოდ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი პატიმრებს 20-წუთიან უფასო სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს
imageVideo
სააღდგომო ნობათი პენიტენციურ სისტემაში მყოფ თითოეულ პატიმარს გადაეცემა

ამასთან, პენიტენციური სისტემის კვებითი მომსახურების კონტრაქტორ კომპანია შპს "ილი ჯგუფისგან", ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, თითოეული პატიმარი სააღდგომოდ 500-გრამიან პასკას მიიღებს.

გარდა ამისა, სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მოთავსებულ 45 ბრალდებულს (რომლებიც ასევე მიიღებენ "გუდვილისა" და "ილი ჯგუფის" ძღვენს), კლინიკის კვებით მომმარაგებელი კომპანია შპს "ღია", პასკას, წითელ კვერცხსა და სანთელს გადასცემს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიებს ინიციატივისთვის.
ამ სააღდგომო ნობათით ნაწილობრივ მაინც კომპენსირდება ის დანაკლისი, რაც პატიმრებს ქვეყანაში შექმნილი მგომარეობის გამო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პაემნებისა და ამანათების აკრძალვის შედეგად გაუჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 471 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 634 არის მსჯავრდებული.
imageVideo
თეა წულუკიანი: პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის აღარ იარსებებს ცალკე პენიტენციური დაწესებულება


თეა წულუკიანის განცხადებით, N9 პენიტენციური დაწესებულების ე.წ. მატროსოვის ციხის შენობა არის მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ამიტომაც შარშან დაიგეგმა ამ დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის.

"რუსთავში N12 და N 16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი, შედარებაც კი არ შეიძლება N9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება. ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, ვინც N 9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში. მარტის ბოლოს გამოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანება N9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1 მაისს უნდა დასრულდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღარ იარსებებს ცალკე დაწესებულება პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში N 9 პენიტენციური დაწესებულება შეუერთდება N 12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირები, რომელი ჩინის და რანგის მოხელეც არ უნდა იყოს, იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე პენიტენციური დაწესებულება უკვე 1 მაისიდან აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული N 12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხე გახდება 1 მაისიდან," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება.
imageVideo
თეა წულუკიანი: "ეს პირობები შემუშავდა იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ გვქონდეს იმის განცდა, რომ რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი გარედან შეიტანს ვირუსს დაწესებულებაში"
imageVideo
ვიდეოჩანაწერების შექმნა და დაარქივება, რომლებიც იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში იქნა ნაჩვენები, სახელმწიფო ინსპექტორმა კანონიერად მიიჩნია
imageVideo
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობები ორი კვირის ვადით გახანგრძლივდა


განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეჩერებული აქვთ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეჩერებული აქვთ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, "საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა-ვირუსით 2019-ნჩოვ გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N 164 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლისა და "სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის "ლ" და "ღ" ქვეპუნქტების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის 5 მარტს გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით. ამჯერად ეს ვადა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა.


 


humanIcon
hotLineIcon