laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

თეა წულუკიანი: "ორშაბათიდან პენიტენციურ სისტემაში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში"

თეა წულუკიანი: "ორშაბათიდან პენიტენციურ სისტემაში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში"
imageVideo
22.05.2020
print
facebook



მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე აღდგეს გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების და იმ ბრალდებულების კონტაქტი, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია, ძალაში დარჩება გარკვეული თავისებურებები.

"პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი შეზღუდვა, რაც პენიტენციურ სისტემაში მოიხსნა, იყო შეზღუდვა ამანათების მიღებაზე.

"პროცესი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ის საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილებისა, რასაც მოველოდით, სახეზე არ არის. ჩვენ ვართ ამანათების მიღების იმ ჩვეულებრივ რეჟიმში, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ეს ასე გაგრძელდება და ამ სიახლეს, შეღავათს, ორშაბათიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ხანმოკლე პაემნებიც ემატება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

humanIcon
hotLineIcon