laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

ზოგადი ინფორმაცია

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვების“ მიხედვით, სამსახურში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; 

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.



 

შენიშვნა: კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.



 

გაცნობებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შესაძლებელია გადამოწმდეს თქვენ შესახებ დაცული მონაცემები შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის.
შემოწმების მიზანია კანდიდატის ან/და დასაქმებული პირის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებთან/ამოცანებთან შესაბამისობის დადგენა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის ხელის შემშლელი გარემოებების გამოვლენა.

humanIcon
hotLineIcon