laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow
სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო პუნქტის (სამმართველო) უმცროსი სპეციალისტი (ექთანი)
სრული
location
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები შერჩეული პოზიციისთვის
  • ზოგადი ინფორმაცია
  • განათლება
  • სამხედრო სამსახური
  • სამუშაო გამოცდილება
  • დამატებითი ინფორმაცია
სამუშაოს ტიპი : სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო : 1676 ლარი
გამოსაცდელი ვადა : 6 თვე

ფუნქციები:

ექიმის მითითებების დროულად და სათანადოდ შესრულება; 

პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) მომზადება ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევებისათვის; 

სამედიცინო მომსახურებისა და სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების საკითხებში ექიმების დახმარება; 

პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) მოვლის, ჰიგიენური, საექიმო-სამედიცინო პუნტქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა; 

პაციენტის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) მომზადება გასასინჯად, საჭიროების შემთხვევაში მისთვის პირველადი დახმარების გაწევა; 

დადგენილი უსაფრთხოების ნორმების მუდმივი დაცვა ბრალდებულ/მსჯავრდებულ პაციენტებისთვის სერვისის მიწოდებისას; 

პირველადი და პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებისას მონაწილეობის მიღება, მედიკამენტების, სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;

მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის მოხმარების აღრიცხვა/შემოწმება; 

პაციენტის (ბრალდებულ/მსჯავრდებულთა) სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი (პულსის გასინჯვა, ტემპერატურის გაზომვა, არტერიული წნევის გაზომვა და ა.შ.); 

ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების სწორად გამოყენებისა და პროცედურების სათანადოდ შესრულება;

სამედიცინო მოხმარების საგნების მოვლა-პატრონობა; 

კომპეტენციის ფარგლებში პაციენfტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და შესაბამისი ქმედების განხორციელება; 

პაციენტის (ბრალდებულ/მსჯავრდებულთა) მართვის გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა ინვაზიური ჩარევებისა და არაინვაზიური პროცედურების მოვლა/ წარმოება; 

ექიმის დანიშნულებისა და მითითებების შესრულება, მედიკამენტების მიწოდებისა და სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების ჩათვლით, ექიმის ინფორმირება პროცესის მიმდინარეობის, გვერდითი მოვლენებისა და სხვა პრობლემების შესახებ;

კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება მკურნალობის მიმდინარეობის პროცესში და მისი დასრულებისას; 

მკურნალობის (მათ შორის დიეტის) რეჟიმის დაცვის, უწყვეტობისა და მისი დასრულების ხელშეწყობა, ხელშემშლელი ფაქტორების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; 

პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა ექიმის დანიშნულების მიხედვით; 

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის უზრუნველყოფა, ექიმის დანიშნულების მიხედვით, დოზირებისა და ჯერადობის გათვალისწინებით, დოკუმენტირება/აღრიცხვიანობა. 

პაციენტის (ბრალდებულ/მსჯავრდებულთა) ხარჯებით შეძენილი მედიკამენტების/სამედიცინო მოხმარების საგნების შემოწმება/მიღება, უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელთან ერთად.

სამედიცინო პროგრამების, პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის თვითდაზიანებისა და საკვებისა და სითხის მიღებაზე უარის თქმის (შიმშილობა) პრევენცია და რეგულარული შემოწმება; 

კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება; 

სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

 მოთხოვნები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკუნალო მიმართულებით) ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: ზოგადი პროფილის ექთანი, ქირურგიის ექთანი, ანესთეზიოლოგიის ექთანი, კრიტიკული მედიცინის ექთანი, სამკურნალო დიაგნოსტიკის ექთანი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი; ასევე, პრაქტიკოსი ბებიაქალი/ბებიაქალი, ფერშალ-ლაბორანტი ან სანიტარული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული) ან მათი მომიჯნავე სპეციალობების ექთანი);

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება; გ) უცხო ენის B1 დონეზე ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N18
ელ - ფოსტა: vacancy@sps.gov.ge
ტელ: 1500
humanIcon
hotLineIcon