- საკვალიფიკაციო მოთხოვნები შერჩეული პოზიციისთვის
- ზოგადი ინფორმაცია
- განათლება
- სამხედრო სამსახური
- სამუშაო გამოცდილება
- დამატებითი ინფორმაცია
ფუნქციები:
• პაციენტებისათვის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) სამედიცინო მომსახურების გაწევა ადგილობრივი სტანდარტებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება;
• პაციენტების (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) დროული რეფერალის განხორციელება სპეციალოსტთან ან/და სტაციონარში დადგენილი წესის შესაბამისად;
• საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყოვლისმომცველი სამედიცინო მომსახურების პრევენციული, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიწოდება პაციენტებისათვის (ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის);
• პაციენტის ჩივილების მოსმენა; ანამნეზის შეკრება;
• გასინჯვის შედეგად წინასწარი დიაგნოზის დადგენა;
• პირველადი და პროფილაქტიკურ-პრევენციული სამედიცინო შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა დადგენილ ვადებში;
• საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებელი მიმართვის გაცემა;
• საჭიროების შემთხვევაში ექიმ-სპეციალისტებთან გადამისამართება;
• კლინიკური დაკვირვების, გამოკვლევების შედეგად და ლაბორატორიული მონაცემებზე დაყრდნობით დიაგნოზის დასმა (ან დაზუსტება);
• საექიმო-სამედიცინო პუნქტში ახლად/პირველად/ეტაპირებისას შემოსული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიღება ჟურნალში გატარება, გასინჯვა/დათვალიერება/ანამნეზის შეკრება, საჭიროების განსაზღვრა;
• პუნქტში ახლად შემოსული პატიმარი პაციენტებისათვის (ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის) სამედიცინო ბარათის შევსება, ეტაპირებისას მოსული პატიმრის სამედიცინო ბარათის მიღება/ჩაბარება, არ არსებობის შემთხვევაში ეცნობა მთავარ ექიმს.
• სამარტოო საკანში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა (მონახულება დღეში 1 -ჯერ, დოკუმენტირება);
• მწვავე დაავადებების დროული იდენტიფიცირება და ადექვატური ინტერვენცია;
• საჭირო მკურნალობის დანიშვნა;
• ქრონიკული დაავადებების პრევენცია და მართვა;
• საჭირო მედიკამენტების დანიშვნა/გამოწერა მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური ტესტების დანიშვნა;
• დიაგნოსტიკური გამოკვლევების უზრუნველყოფა, მათ შორის რენტგენოგრაფიული, ლაბორატორიული, აუდიოლოგიური, ელექტრო-დიაგნოსტიკური ვიზუალური და ალერგიული ტესტებისა;
• პაციენტის მართვის გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა ინვაზიური ჩარევებისა და არაინვაზიური პროცედურების მოვლა/ წარმოება;
• ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განკუთვნილი საჭმელის შემოწმება;
• მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის მომარაგების, ხარჯვისა და შემოწმების მონიტორინგი (ყოველდღიურად);
• მასზე დელეგირებული სამკურნალწამლო და სამედიცინო ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ გამოყენება, შენახვა და გამოყენებული მასალის განადგურება უსაფრთხოების წესების დაცვით;
• კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მკაფიო, ზუსტი ჩანაწერების უზრუნველყოფით არსებული სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
• სუიციდის პროგრამაში და მულტიდისციპლინარულ ჯგუფში ექიმის მონაწილეობა.
• კანონით დადგენილი წესით პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
• საექიმო-სამედიცინო პუნქტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
• საექიმო-სამედიცინო პუნქტში ინფექციის აღმოცენების ან/და გავრცელების პრევენცია;
• მთავარი ექიმის ინფორმირება სამედიცინო მოთხოვნებისა და შეზღუდვების შესახებ;
• კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;
• სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლება-მოვალეობის შესრულება;
• სამედიცინო დეპარტამენტის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების, ასევე, ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი კანონმდებლობით ნებადართულ საექიმო სპეციალობაში;
გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
დ) უცხო ენის B1 დონეზე ცოდნა (სასურველია).