სპეციალური პენიტენციური სამსახური რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუსლიმი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 20 და 23 მარტს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: ფლავი, მოხარშული ხორცი, ყველი, შემწვარი ან მოხარშული ქათამი, კიტრი/ პომიდორი, ხილი, ნამცხვარი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს.