laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

მსჯავრდებულთათვის მუსიკალური საღამო ჩატარდა

მსჯავრდებულთათვის მუსიკალური საღამო ჩატარდა
imageVideo
26.12.2025
print
facebook

№17 პენიტენციურ დაწესებულებას თელავის სახელმწიფო ანსამბლ „შემოძახილის“ წევრები ესტუმრნენ.  ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. შესრულდა ერთობლივი საგალობლებიც დაწესებულებაში მოქმედი მგალობელთა გუნდის მონაწილეობით.

მუსიკალური საღამოს დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებმა სტუმრებს ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქომ დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია პრიორიტეტულია. ამ მიზნით სამსახური გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას.

 

humanIcon
hotLineIcon