
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მსჯავრდებულები და საფეხბურთო გუნდი „სამცხე“ დაუპირისპირდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ფიზიკური აქტივობების წახალისების მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირებს რეგულარულად ატარებს, რაც საზოგადოებაში მსჯავრდებულთა წარმატებულ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.