laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა
imageVideo
18.11.2025
print
facebook

სრბუი გალიანს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა გააცნეს.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციამ ქალთა მე-5 დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროგრამებს გაეცნო. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ სასჯელის მოხდის ადგილებში იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკით და პატიმართა დასაქმების პროექტებით.

სომხეთის დელეგაცია საქართველოში მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

humanIcon
hotLineIcon