laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოებში ვაკანსიები გამოცხადდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოებში ვაკანსიები გამოცხადდა
imageVideo
29.09.2025
print
facebook

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო განმეორებით აცხადებს მიღებას შემდეგ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე):

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ორ კანდიდატურაზე - ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი – რაოდენობა 12.

ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელს;

უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიაზე განაცხადი კონკურსის გამოცხადების დასრულებამდე უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;

საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები:

1.კანდიდატის განაცხადი;

2.კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი;

3.კანდიდატის CV;

4.ცნობა დასაქმების ადგილიდან;

5. საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაციის ასლი/წესდება/დებულება.

შესაძლებელია დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge.

კანდიდატურების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

საკონტაქტო ტელეფონი: 1500; (+995) 599 000 463

humanIcon
hotLineIcon