
სპორტული აქტივობების მხარდაჭერის ფარგლებში, №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ზუმბას ფიტნესპროგრამა ჩატარდა.
ქალ მსჯავრდებულებს რეგულარულად უტარდებათ იოგას ვარჯიშებიც. პროგრამები მსჯავრდებულთა ინტერესის გათვალისწინებით იგეგმება.
სპორტული აქტივობები მსჯავრდებულებს ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მსჯავრდებულთა სპორტულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა. ამ მიმართულებით სამსახური სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.