
ქალმა მსჯავრდებულებმა მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარადგინეს. მუსიკალური ნომრები მოწვეულ სტუმრებთან ერთადაც შესრულდა.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, აგრეთვე დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაესწრნენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ ქალმა მსჯავრდებულებმა სტუმრებს ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების მხარდაჭერას გააგრძელებს.