№11 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვნებს სასწავლო წლის დაწყება დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა მიულოცეს

დაწესებულების სასწავლო სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მსჯავრდებულებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. სასწავლო პროცესს დაწესებულებაში თბილისის 123-ე საჯარო სკოლა ახორციელებს.
ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულებს საჩუქრებიც გადაეცათ.
სასწავლო პროცესი, ასევე, განახლდა №2, №5, №8 პენიტენციურ დაწესებულებებში.