
№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებას პოეტი ტარიელ ხარხელაური ესტუმრა და მსჯავრდებულებს შეხვდა.
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პოეტმა საკუთარი ლექსები წაიკითხა; ისაუბრა წიგნიერებისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დროს ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებიდან ლექსები მსჯავრდებულებმაც წაიკითხეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიების დასასრულს, დაწესებულების ბიბლიოთეკას პოეტმა საკუთარი ლექსების კრებული საჩუქრად გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები მსჯავრდებულებს არა მხოლოდ რეაბილიტაციის პროცესში ეხმარება, არამედ მათ საზოგადოებასთან კონტაქტის შენარჩუნების შესაძლებლობასაც აძლევს.