
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით უვადო მსჯავრდებულებისთვის მუსიკალური საღამო ჩატარდა.
№8 დაწესებულებაში მყოფი თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის საგალობლები, ქალაქური და ხალხური მუსიკალური ნომრები თბილისის კონსერვატორიისა და სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა და ლექტორმა შეასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში, მსჯავრდებულებს წიგნები, კალენდრები და სხვადასხვა ნივთი გადაეცათ საჩუქრად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.