პენიტენციური სამსახური აგრძელებს მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზებას. ამჯერად, №10 დაწესებულებას მსახიობი, პოეტი, პედაგოგი ელდინო საღარაძე ესტუმრა და მსჯავრდებულებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განიხილეს არგუმენტირებული მსჯელობის უნარის მნიშვნელობა, კონსტრუქციული დიალოგის როლი საზოგადოებაში. შედეგად მსჯავდებულები განივითარებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს.
შეხვედრის ფარგლებში, ელდინო საღარაძემ მსჯავრდებულებს საკუთარი შემოქმედებაც გააცნო და დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამისთვის უწყება პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა შესაბამის პირობას ქმნის.