
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის ფესტივალების ციკლი გრძელდება. ამჯერად №15 პენიტენციურ დაწესებულებაში ტურნირი ჩატარდა სპორტის 2 სახეობაში ‒ ჭადრაკსა და შაშში.
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში ფესტივალის მონაწილე ყველა მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა; მედლებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
პენიტენციურ სისტემაში სპორტის ფესტივალები სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში იმართება. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვა, ფიზიკური გაჯანსაღება და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.
ტურნირი პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.