პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით სპორტის ფესტივალების ციკლი გრძელდება. ტურნირში ამჯერად საკუთარი შესაძლებლობები №12 დაწესებულების მსჯავრდებულებმა სპორტის 6 სახეობაში ‒ ფრენბურთში, ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და შაშში გამოცადეს.
სპორტის ფესტივალში მონაწილე ყველა მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა, გამარჯვებულები კი, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის ფესტივალები, სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით იმართება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში მომავალშიც გააგრძელებს. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.