laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი ჩატარდა

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი ჩატარდა
11.11.2024
print
facebook

№11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში ტურნირი ჩატარდა სპორტის 4 სახეობაში: ფრენბურთში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, შაშში. სპორტის ფესტივალში მონაწილე ყველა მსჯავრდებულს სერტიფიკატები გადაეცა, გამარჯვებულები კი, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტურ რეინტეგრაციასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.

პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია; განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.

ტურნირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.

humanIcon
hotLineIcon