სპორტულ ღონისძიებაში ცენტრალური აპარატისა და სსიპ-ების 9 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდი გავიდა, მეორე და მესამე ადგილი კი, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სახლის გუნდებმა დაიკავეს.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა მინი-ფეხბურთის ტურნირის გუნდებს გამარჯვება მიულოცა, ღონისძიების ბოლოს კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თავმჯდომარე ნიკა ცხვარაშვილთან ერთად გამარჯვებული გუნდები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სამინისტროს აპარატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდებს შორის „მეგობრობის თასიც“ გათამაშდა. „მეგობრობის თასის“ მფლობელი აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდი გახდა. „მეგობრობის თასი“ მინი-ფეხბურთის ტურნირზე წელს პირველად გათამაშდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
მსგავსი ტიპის სპორტული აქტივობები სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.