laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჭადრაკის მეოთხე ინტერკონტინენტურ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჭადრაკის მეოთხე ინტერკონტინენტურ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან
imageVideo
02.10.2024
print
facebook

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული აქტივობების ხელშეწყობას. ამჯერად №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს ჭადრაკს პროფესიულ დონეზე საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო ოსტატი სოფიო ტერელაძე ასწავლის და მეოთხე ინტერკონტინენტურ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ამზადებს.

სწავლების პროცესი მსჯავრდებულთა მაღალი ჩართულობით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. უწყების ხელშეწყსაქართველოს პენიტენციური სისტემა FIDE-ს პროექტს „ჭადრაკი თავისუფლებისთვის“ უკვე ოთხი წელია, შეუერთდა, რომლის ფარგლებში ქართველი პატიმრები ინტენსიურად მონაწილეობენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პენიტენციური სისტემის მსჯავრდებულთა გუნდები კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან.

humanIcon
hotLineIcon