№11 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური პროფესიების, მათ შორის, რობოტიკის შესახებ, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.
სამკვირიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ პატიმრებმა რამდენიმე სპეციფიკის რობოტიც დააპროგრამირეს.
სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექწარმოების და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და რობოტიკის მიმართულების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
№11 დაწესებულებაში შემეცნებითი სალექციო ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გაეცნობიან „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას სხვადასხვა პროფესიაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვას და მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.