სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით აგრძელებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზებას.
ამჯერად №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ხელშეწყობით შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრისა და რუსთავის თეატრის მსახიობები ეწვივნენ და რევაზ ინანიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ლამაზი ცრემლები“ ითამაშეს.
ღონისძიების ფარგლებში ბენდ „იცანის“ შესრულებით შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერიც.
პენიტენციური სამსახურისთვის თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ეფექტური რეინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით სისტემაში პატიმართა საჭიროებაზე მორგებული 21 ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ფუნქციონირებს, რომლებიც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ თვითრეალიზაციაში დაეხმარება.