ტურნირი ჩატარდა სპორტის 6 სახეობაში: ფეხბურთში, ფრენბურთში, წოლჭიმში, შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. აქტივობებში 100 მსჯავრდებული მონაწილეობდა.
ყველა მათგანს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა, გამარჯვებულები კი, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით იმართება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობის წახალისებას, რაც მათ ეფექტურ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა უახლესი ინვენტარით, დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა და ტრენინგკურსი.