სპეციალური პენიტენციური სამსახური სისტემაში დასაქმებულ თითოეულ სოციალურ მუშაკს ულოცავს სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს
დღეს, 19 მარტს, სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეა.
პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის როლი უმნიშვნელოვანესია.
სოციალური მუშაკი კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესს, ბენეფიციარს აწვდის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიზნობრივ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მათი ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, მოტივაციის გაზრდას და ემოციების რეგულაციას.
პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის მთავარი დანიშნულება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ახალი დანაშაულის პრევენციაა.