სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოში მოქმედ ვაკანსიებზე (ანაზღაურების გარეშე) განაცხადების მიღება 6 ოქტომბრამდე გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექვსი ადგილობრივი საბჭოს (აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს) წევრის ერთ კანდიდატურაზე; ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, რაოდენობა – 6.
ადგილობრივი საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისთვის:
ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს;
2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან;
3.უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კანდიდატურა უნდა წარადგინონ საკოორდინაციო საბჭოში;
4.საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2023 წლის 6 ოქტომბრის 18:00 საათამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №18).
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც მისამართზე: info@sps.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 1500; 598 21 26 16