laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

№12 დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი ჩატარდა

№12 დაწესებულებაში სპორტის ფესტივალი ჩატარდა
imageVideo
27.09.2023
print
facebook



გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპორტულ ცხოვრებაში მსჯავრდებულთა აქტიური მონაწილეობა და საპატიმროში თავისუფალი დროის ნაყოფიერად მართვა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიზნით დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა თუ ტრენინგკურსი. მსჯავრდებულები მონაწილეობენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებში.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებებში სპორტის ფესტივალების ციკლი სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით გრძელდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალში კვლავ ინტენსიურად გააგრძელებს ბრალებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების თუ სერვისების დანერგვას, რაც მათ ეფექტიან რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში დაეხმარება.



humanIcon
hotLineIcon