სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრ ბენიამინ ლიმბახს შეხვდა

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
"ძალიან საინტერესო და პოზიტიური შთაბეჭდილებები მივიღეთ. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსს, განვიხილეთ სისტემაში არსებული გამოწვევები. გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარე მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს; ჩვენი ექსპერტები გაუწევენ დახმარებას, რომ სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში განვითარდეს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართულებით და ვიმედოვნებთ, ჩვენი პარტნიორობა მეგობრობაში გადაიზრდება", – აღნიშნა ბენიამინ ლიმბახმა.