
მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ფრანგულ ენას, ასევე, ერთ-ერთი მსჯავრდებული ასწავლის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შესაძლებლობის რეალიზებას, დასაქმებას, ახალი პროფესიის შეძენასა და ცოდნის გაღრმავებას, რაც მომავალში მათ თვითრეალიზებაში დაეხმარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.