

მონაწილეებმა მუსიკალური, საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საპატრიარქოდან ტკბილეული და საეკლესიო ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ორგანიზებას აგრძელებს. ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი ჩატარდა.
შეჯიბრებაში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბის წევრები და მსჯავრდებულთა გუნდი დაუპირისპირდნენ; გამარჯვება 7:6 მსჯავრდებულებმა მოიპოვეს და გარდამავალი თასი მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში „ლოკომოტივის“ წევრებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად საფეხბურთო ბურთები გადასცეს, სტუმრები კი, მსჯავრდებულებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთებით დააჯილდოვეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართვას, რაც მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ დაბრუნებას უწყობს ხელს.

