№12 და №16 დაწესებულებებში მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი ჩატარდა

03.08.2023
პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა; მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სრულიად ახალი სპორტული ინვენტარით. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტარდება სპორტის ფესტივალები.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულების მხარდაჭერას ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.



