
"ერუდიციის კურსის" მიზანს ანალიტიკური აზროვნების, მოვლენების ჯანსაღად შეფასების უნარის განვითარება და რაციონალური შეხედულებების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.
კურსის კოორდინატორი ერუდიციის ცენტრ "სოფიქსის" დამფუძნებელი და ინტელექტის განვითარების პროგრამების ავტორი გიორგი გოგელიაა.
№5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ერუდიციის კურსის" დასკვნით ეტაპს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ერუდიციის კურსი" მსჯავრდებულების მონაწილეობით სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების განხილვას, ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიების შესწავლასა და პრეზენტაციებს მოიცავდა.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.