
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა ფსიქოსოციალური პროგრამები – "არტთერაპია", "ბიბლიოთერაპია" და "კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარების პროგრამა", სადაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებიც მონაწილეობდნენ.
დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. აღნიშნულ პროგრამებში ჩართულობა მსჯავრდებულებს როგორც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ისე გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებაში დაეხმარებათ.