მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში პანდემიამდელ პერიოდში სახელობო-პროფესიული პროგრამები ხორციელდებოდა, მათ შორის იყო შეფ-მზარეულის კურსი. ამდენად, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურსის დროს იქნა გამოყენებული.
„მასტერ-შეფში“ კონკურსის მონაწილეთა გარდა 40 მსჯავრდებული იღებდა მონაწილეობას, რომელთა შორის შეირჩა ჟიური, ღონისძიების წამყვანი, ასევე, მსჯავრდებულთა მონაწილეობით მოეწყო კონცერტი.
პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავს ინიციატივებს მომავალშიც ექნება მხარდაჭერა, რადგან პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში უცხო პირთა ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. შესაბამისად, მსჯავრდებუთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება და მსგავსი ღონისძიებები სხვა დაწესებულებებშიც არის დაგეგმილი.