სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება პატიმრის მიერ თვითდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სრული სიცრუეა, თითქოს პატიმარს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება არ ექცევა. თავად სიუჟეტში იყო აღნიშნული, რომ მსჯავრდებულ ლ.რ.-ს 2020 წლის მარტში ოპერაცია ჩაუტარდა. სინამდვილეში მსჯავრდებულს მისი საჭიროებიდან გამომდინარე არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და მხოლოდ 2020 წელს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მსჯავრდებულისთვის ჩატარებული მკურნალობის ღირებულებამ 3 372.50 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტში ითქვა, თითქოს მსჯავრდებული სასჯელს იხდის N15 დაწესებულებაში, თუმცა სინამდვილეში იგი N10 დაწესებულების პატიმარია.