ამ ეტაპზე ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. ჯამში ჩატარდა 11944 ტესტი, საიდანაც დადებითი არის 194 (მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 26) პასუხი. ტესტირება ჩაუტარდა N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში მყოფ 103 პატიმარს და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. ასევე ტესტირება ჩაუტარდა N17 პენიტენციური დაწესებულების 1499 მსჯავრდებულს, რომელთაგან 81-ს covid-19 დაუდასტურდა. მოცემული პირების მდგომარეობა სტაბილურია, მათი უმეტესობა ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, ხოლო ნაწილს სუსტად გამოვლენილი სიმპტომები აქვს. ისინი დაწესებულების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან. თუ დადგა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, პენიტენციური სამსახური მათ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.