ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

25.12.2020
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.



