laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა
imageVideo
05.10.2020
print
facebook


დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც (მიმდინარე წლის 29 მარტიდან) როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები.

შეგახსენებთ, პანდემიის ფონზე ვირუსის პენიტენციურ სისტემაში შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 მაისიდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სისტემატურად გადიან გეგმიურ PCR ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ.

humanIcon
hotLineIcon