ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკავშირის პროექტის ,,დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერა“ დასკვნითი კონფერენცია გახსნა
კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროკავშირის დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა რანდელ ბაროუზმა. კონფერენციის მონაწილეებმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ევროკავშირისა და ქართული მხარის ერთობლივი ძალისხმევითა და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრეს. მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების თანმიმდევრული განვითარების პროცესში ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტთან ნაყოფიერ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციული თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის, ღირებულია ის ხელშესახები სისტემური შედეგები, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ. იმედი მაქვს, რომ უკვე არსებულ შედეგებზე დაფუძნებული სამომავლო თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.