2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს
07.07.2020
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს.

