

ტურნირი სპორტის სამ სახეობაში – ჭადრაკში, შაშსა და გოში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამაგიდო თამაშ გოში შეჯიბრება ფესტივალის ფარგლებში პირველად ჩატარდა.
გამარჯვებულები მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების ორგანიზებას, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ფრანგულ ენაში DELF-ის (Diplôme d'Études en Langue Française) საერთაშორისო გამოცდა საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მათ მომავალ დასაქმებასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
დაწესებულებაში ფრანგულ ენას მსჯავრდებული ასწავლის.
გამოცდის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტატუსის მქონე დიპლომები გადაეცათ იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლების ხარისხის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით დაწესებულებებში ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფესიული პროგრამა და სასწავლო კურსი, რომლებიც მსჯავრდებულებს ახალი პროფესიის შესწავლასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.

