

სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში №16 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
შეჯიბრებაში ერთმანეთს მსჯავრდებულები და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მსჯავრდებულებმა მოიპოვეს, რომელთაც გარდამავალი თასი გადაეცათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები მსჯავრდებულთა მაღალი ჩართულობით რეგულარულად იმართება, რაც მათ საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას უწყობს ხელს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, №5 (ქალთა) პენიტენციურმა დაწესებულებამ ანსამბლ „ალილოს“ უმასპინძლა. ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
საღამოს დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებმა სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები საჩუქრად გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდაჭერას, რაც მსჯავრდებულებს საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციაში დაეხმარება.

