
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მომღერლებმა შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულთა მონაწილეობით.
საახალწლო დღეებში საქართველოს საპატრიარქოსგან საშობაო ეპისტოლე, სანთლები და ტბილეული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ყველა არასრულწლოვანმა მიიღო.

№5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალ მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მუსიკოსებმა კონცერტით მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულთა მონაწილეობით.
კონცერტის მიმდინარეობისას მსჯავრდებულებმა საცეკვაო და თეატრალიზებული ნომრები წარმოადგინეს, ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებს საჩუქრად საკუთარი ხელით შექმნილი ხატები გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას.

