

№8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ბავშვებისათვის საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები და თიხის ნივთები – ჭიქები, სასანთლეები, თასები, დეკორატიული აქსესუარები.
საჩუქრები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით გააგრძელებს მსგავსი სახის აქტივობების მხარდაჭერას.

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მომღერლებმა შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულთა მონაწილეობით.
საახალწლო დღეებში საქართველოს საპატრიარქოსგან საშობაო ეპისტოლე, სანთლები და ტბილეული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ყველა არასრულწლოვანმა მიიღო.

