პენიტენციური სამსახური ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის გზით. ჩვენი მისიაა პატიმრების აღსრულება უსაფრთხო, დაცულ და ჰუმანურ გარემოში.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 3800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები
• მზარდი ხელფასი;
• სახელმწიფო სპეციალური წოდება და წოდებრივი დანამატი;
• წელთა ნამსახურების დანამატი;
• კორპორატიული დაზღვევა სამსახურის დაფინანსებით;
• მობილური სატელეფონო მომსახურების კორპორატიული ტარიფებით სარგებლობა;
• კვებითი უზრუნველყოფა;
• ტრასპორტირებით უზრუნველყოფა (პენიტენციურ დაწესებულებებში);
• ფინანსური დახმარების გაწევა თანამშრომლის მძიმე ავადმყოფობისას;
• ერთჯერადი ფულადი დახმარება დაქორწინების, შვილის შეძენის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში;
• კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები;
• სახელმწიფო კომპენსაცია (წოდებით ნამსახურების შემთხვევაში).


