laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
N5 დაწესებულებაში მსჯავრდებულების მონაწილეობით სპექტაკლი ჩატარდა


 

დაწესებულებაში სპექტაკლი რეჟისორმა ნელი ბადალაშვილმა დადგა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურის გამარჯვებულია. სპექტაკლში მონაწილე 23 მსჯავრდებულს რეპეტიციების პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ სასცენო ხელოვნება და მეტყველება.


რეჟისორმა მსჯავრდებულებთან რამდენიმე კვირა იმუშავა, და პირველი თეატრალური წარმოდგენა სტუმრებს შესთავაზა. მნიშვნელოვანია, რომ სასცენო დეკორაციები და რეკვიზიტებიც თავად მსჯავრდებულებმა დაწესებულებაში შექმნეს.


ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა, მსახიობები და სასულიერო პირები დაესწრნენ.


იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში, გამარჯვებული რეჟისორი მომავალი 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულების მონაწილეობით რამდენიმე სპექტაკლის დადგმას გეგმავს.

იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა


დაწესებულებაში სტუმრობისას რატი ბრეგაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა და მათ იმ სპორტული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დანერგვაც დაწესებულებაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღნიშნული პროგრამების განხორციელება კი საზოგადოებაში მათი სრულფასოვან წევრებად დაბრუნების პროცესს შეუწყობს ხელს.

რატი ბრეგაძე ასევე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების საჭიროებებს გაეცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თითოეული მსჯავრდებულის სურვილი, რომელიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს უახლოეს დღეებში შესრულდება.

რატი ბრეგაძემ მსჯავდრებულებს დამდეგი ახალი წელიც მიულოცა,მათ საკუთარ ოჯახებში მალე დაბრუნება უსურვა და სხვადასხვა სახის საჩუქრებიც გადასცა.

წინასაახალწლო ნობათი ასევე N8, N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გადაეცათ.


ქალ მსჯავრდებულებთან მათი უფლებების დაცვის და ქალთა მიმართ ძალადობასთან გამკლავების საკითხზე შეხვედრა გაიმართა



შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.

თამარ ტყეშელაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები, მნიშვნელოვანია, რათა ქალ მსჯავრდებულებს საკუთარი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. მისი თქმით, შეხვედრების ციკლი მომავალიც აქტიურად გაგრძელდება.

,, იუსტიციის სამინისტრო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. ჩვენ დღეს ქალთა N5 დაწესებულებაში ქალთა უფლებების თაობაზე შეხვედრა/დისკუსია გავმართეთ. მითუფრო, რომ ეს არის სამიზნე ჯგუფი, რომელთათვისაც განსაკუთრებით აუცილებელია მათი უფლებების შესახებ ცოდნა და ცნობიერების ამაღლება. შეხვედრამ კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა და ამგვარი შეხვედრების ციკლს აუცილებლად გავაგრძელებთ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა.

მსჯავრდებულებთან შეხვედრის ფარგლებში, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე ვიდეორგოლის ჩვენებაც მოეწყო და ასევე საუბარი გაიმართა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო


სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, სისტემა უკვე წელიწადზე მეტია ეფექტურად ებრძვის ვირუსის პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელებას. მისი თქმით, როგორც მსჯავრდებულებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის ვირუსისგან დასაცავად იმუნიზაციის პროცესი აუცილებელია.

ვაქცინაციის პროცესი პირველ ეტაპზე სამ პენიტენციურ დაწესებულებაში N14 (გეგუთი) N8 (გლდანი) და N5 (ქალთა) დაიწყება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს. 

მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სამედიცინო პერსონალი არსებული პროტოკოლის დაცვით უზრუნველყოფს. იმ პენიტენციურ დაწესებულებებთან, სადაც აცრის პროცესი მიმდინარეობს, პრევენციის მიზნით მობილიზებულია კატასტროფის ცენტრის რეანიმობილი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო პერსონალითა და ტექნიკით.

პენიტენციური დაწესებულებების გარე ზოლში უსაფრთხოებას კვადროციკლებით აღჭურვილი მობილური ჯგუფები აკონტროლებენ

აღნიშნული გადაწყვეტილება პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას ემსახურება. დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში პატრულირებას პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ახორციელებენ. 


იქიდან გამომდინარე, რომ დაწესებულებების ფართობი და გარე აკრძალული ზოლი დიდ ტერიტორიას მოიცავს, ხშირ შემთხვევაში კი არის რთული ლადშაფტური რელიეფი, პატრულირება კვადროციკლების საშუალებით ხორციელდება. პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის ეფექტიანად გაკონტროლების მიზნით, 2019 წლის ბოლოს გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს 20 კვადროციკლი გადაეცათ. 

მობილური ჯგუფების მიერ 2021 წლის 28 იანვრიდან დღემდე 42 სამართალდარღვევაა გამოვლენილი. აქედან N2 დაწესებულებასთან იყო საჯარიმო ქვითრის გამოწერის 8 შემთხვევა იყო, ხოლო N8 დაწესებულებასთან 34 პირს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი. პატიმრობის კოდექსის 57/3 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177/13 მუხლების თანახმად, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, აგრეთვე აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება, უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.


პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, 2017 წლის 20 ივნისიდან იწვევს პირის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით სრულად მოწესრიგდა და შესაბამისობაში მოვიდა კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო ქვითრის გამოყენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის საკითხები. 


სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ დადგენილ წესს და თავი შეიკავონ პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან.

იუსტიციის მინისტრმა N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული ინტენსიური PCR ტესტირების შედეგები გააცნო საზოგადოებას



„ამჯერად გაგაცნობთ ორი დიდი დაწესებულების - N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების ტესტირების შედეგებს. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაკეთდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი. ისინი დაწესებულების საკარანტინე სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ასევე იზოლაციაში მოთავსდნენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მონიტორინგი - თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი. ამასთან, ყოველ 72 საათში ერთხელ მოხდება მათი სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმება და შემდეგ PCR ტესტით ტესტირება.

„რაც შეეხება N15 დაწესებულებას ქსანში, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40, ასევე არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ 40 დადასტურებული პირი არიან უსიმპტომო პაციენტები, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან და სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ რომელიმე მათგანს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, იზოლირებულები არიან მათი კონტაქტები. ამ ეტაპისთვის კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ გაკეთდა 6654 და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

humanIcon
hotLineIcon