laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
№5 ქალთა დაწესებულებაში არსებულმა სამკერვალომ მუშაობა ახალ სივრცეში თანამედროვე, უახლესი დანადგარებითა და საჭირო ტექნიკით განაახლა


პირველ ეტაპზე სამკერვალოში დასაქმებულები რვა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო საქმიანობაში ჩართული 350 მსჯავრდებულისთვის ზამთრის სპეციალურ ტანსაცმელს შეკერავენ. სამომავლოდ, ასევე, დამზადდება ყველა პენიტენციური დაწესებულებისთვის საჭირო ლეიბები, საბნები, ბალიშები, თეთრეული, სეზონური სამოსი მსჯავრდებულთათვის, ხალათები სამედიცინო პერსონალისთვის, რაც სამკერვალოში დასაქმებული მსჯავრდებულების რაოდენობას გაზრდის.

ახალი სივრცე მსჯავრდებულებს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში სისტემატურად ზრუნავს სხვადასხვა მიმართულებით პატიმართა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტურ რეინტეგრაციაში დაეხმარება.

პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც დღეს ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.

ახლადგახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ისე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.

 ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ისე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომლებიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა ,,ვივამედიდან“ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ასაჯაროებს


ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.

საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან.



ქალთა დაწესებულებაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


დაწესებულებას ესტუმრნენ სხვადასხვა თეატრის მსახიობები. მათ, მსჯავრდებულებთან ერთად, ცნობილი პოეტების ლექსები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.


 

ღონისძიების დასასრულს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის ნიშნად, ცნობილი უკრაინული სიმღერა შესრულდა. ასევე, მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც უკრაინაში, ომამდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.


 

N5 დაწესებულებაში, აღნიშნული ღონისძიება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის ავტორის, ნელი ბადალაშვილის, ხელმძღვანელობით გაიმართა.

humanIcon
hotLineIcon