ტურნირი ჩატარდა სპორტის 6 სახეობაში: ფეხბურთში, ფრენბურთში, წოლჭიმში, შაშში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. აქტივობებში 100 მსჯავრდებული მონაწილეობდა.
ყველა მათგანს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა, გამარჯვებულები კი, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით იმართება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა ფიზიკური აქტივობის წახალისებას, რაც მათ ეფექტურ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა უახლესი ინვენტარით, დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა და ტრენინგკურსი.
"ციფრული უნივერსიტეტი" ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) 3 საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.
ევროპის საუკეთესო ინოვაცია Europris-ის ყოველწლიურ მე-13 შეხვედრაზე გამოვლინდა, რომელიც მიმდინარე წლის 26 ივნისს ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა. ღონისძიებას Europris-ის წევრი ქვეყნების პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ასანიძე.
"ციფრული უნივერსიტეტის" წარმატება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პენიტენციური სისტემის კიდევ ერთი აღიარებაა – სფერო, სადაც საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებით 2012 წლამდე ადამიანის უფლებათა დარღვევა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა, დღეს ევროპის მასშტაბით სამაგალითოა.
„ციფრული უნივერსიტეტი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 2022 წლიდან ამოქმედდა. პროექტი უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას მსჯავრდებულთათვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
Europris-ის შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების საკითხები. ღონისძიება მიმდინარე წლის 11-13 სექტემბერს ქ. თბილისში გაიმართება, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის EPTA-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში.
VENEZIA INTERNATIONAL FASHION CONCERT 2024“-ის ფარგლებში ქართველმა მსჯავრდებულებმა სხვადასხვა აქსესუარით, მათ შორის, ტყავისა და თექით გაფორმებული 12 მოდელი წარადგინეს.
მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობით ქართველ მსჯავრდებულებს საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის, დასაქმების და შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
ქართველი პატიმრების ნამუშევრები საერთაშორისო მოდის კვირეულზე ქართული ეროვნული საუნდტრეკის ფონზე წარადგინეს. ჩვენებაში ქართველ პატიმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერებმა და ვენეციის ქალთა ციხის მსჯავრდებულებმაც.
ვენეციის მოდის კვირეულში ქართველი მსჯავრდებულების ნამუშევრების წარდგენასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სისტემამ შეთავაზება ღონისძიების ორგანიზატორებისგან მიიღო.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
მან მსჯავრდებულებს ქართული თეატრის ისტორია გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა სტუმარს ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყების იდეაც გაუზიარეს, რაზეც ნიკოლოზ წულუკიძემ მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.
წელს პენიტენციურ სისტემაში სკოლა 10-მა არასრულწლოვანმა დაასრულა, 3 მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა დარეგისტრირებული და უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს.
მოსწავლეებს პენიტენციური სამსახურისგან საჩუქრად გადაეცათ სიმბოლური თეთრი მაისურები, რომლებზეც სტუმრებმა მისალოცი წარწერები გააკეთეს.
ღონისძიების ფარგლებში გიტარის პედაგოგთან ერთად მსჯავრდებულების მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები; კონცერტი გამართა ჯგუფ „ფრანის“ სოლისტმაც; გამოიფინა მსჯავრდებულთა ნახატები და ხის ნამუშევრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ზრუნვა და მათთვის პროფესიული და აკადემიური განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს არაერთი პროფესიული პროგრამა, სადაც მსჯავრდებულები ახალ პროფესიას ეუფლებიან; მოქმედებს საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის ფარგლებში მსჯავრდებული სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.
№11 დაწესებულებაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული ექთნები 24_საათიან რეჟიმში ზრუნავენ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
ექთნის როლი პენიტენციური ჯანდაცვის საქმიანობაში ფასდაუდებელია. მათი მხრიდან გამოჩენილი ყურადღება, მზრუნველობა და პროფესიონალიზმი არის გარანტი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დროული და სათანადო მკურნალობისა.
ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება.
დღეს, 19 მარტს, სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეა.
პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის როლი უმნიშვნელოვანესია.
სოციალური მუშაკი კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესს, ბენეფიციარს აწვდის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიზნობრივ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მათი ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, მოტივაციის გაზრდას და ემოციების რეგულაციას.
პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის მთავარი დანიშნულება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ახალი დანაშაულის პრევენციაა.
პენიტენციური სამსახური ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის გზით. ჩვენი მისიაა პატიმრობის აღსრულება უსაფრთხო, დაცულ და ჰუმანურ გარემოში. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 3700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
ჩვენ მათ ვთავაზობთ ყოველწლიურად გაუმჯობესებულ შრომით პირობებს:
მზარდ ხელფასს;
წოდებრივ სარგოს;
წელთა ნამსახურობის დანამატს;
კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მუდმივად განახლებად სოციალურ ბენეფიტებს;
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია –ადამიანსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით სამსახური ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს არა მარტო თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდას, არამედ განავითარებს მათ უნარებსა და პროესიულ შესაძლებლობებს.
შემოუერთდი პენიტენციური სამსახურის გუნდს!