laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
№10 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №10 პენიტენციურ დაწესებულებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით წულაია ესტუმრა, რომელმაც მსჯავრდებულებს საკუთარი წიგნი გააცნო. წიგნი მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა: დანაშაულებრივი ქცევის მიზეზები, მისი ფსიქოსოციალური მდგომარეობა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.

აღნიშნული აქტივობები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით დაწესებულებებში ფუნქციონირებს სხვადასხვა ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა, რომლებიც დაწესებულების დატოვების შემდეგ მათ საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებაში დაეხმარება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფინალურ მატჩში ერთმანეთს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დასავლეთის სამმართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე საპრიზო ადგილი მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის გუნდმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი, გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთ სამმართველოს გუნდი გავიდა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად ირაკლი მჟავია დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი – გიორგი სიორდია.

წლევანდელი ჩემპიონატი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე თანამშრომლებისთვის მოწყობილ ახალ სტადიონზე ჩატარდა. მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ თასებით, მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა.

ტურნირი, რომლის მიზანი პენიტენციურ სისტემაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა, მესამე წელია, თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით წარმატებით ტარდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერ და წახალისება. ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში დაინერგა სპორტის მართვის სტრატეგია. სამსახურის თანამშრომლებისთვის მოეწყო სავარჯიშო სივრცე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით, მსჯავრდებულები მონაწილეობენ სპორტის ფესტივალებში, დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინვენტარი და ინფრასტრუქტურა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შორის შიდა საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს

წელს მინი-ფეხბურთის ტურნირში სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობს.

პენიტენციური სამსახურისთვის თითოეულ თანამშრომელზე ზრუნვა, მათთვის სპორტის, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით სამსახურის თანამშრომლებისთვის მოეწყო სავარჯიშო სივრცე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით, მათ შორის, ტრენაჟორებით, სარბენი ბილიკით, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდებით.

ტურნირი, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, მესამე წელია, წარმატებით ტარდება. წლევანდელი ჩემპიონატი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე თანამშრომლებისთვის მოწყობილ ახალ სტადიონზე მიმდინარეობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლებზე ზრუნვას, მათ მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროექტი „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ ხორციელდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და თბილისის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ხელშეწყობით №11 დაწესებულების მსჯავრდებულები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამისა და ვორქშოპების გამოყენებით სამუზეუმო საქმიანობას სამი თვის განმავლობაში გაეცნობიან.

პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულები კომპეტენტურ პირთაგან მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა: „ქართული მუსიკის ისტორია“, ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და „დაისი“, ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და „არტისტული ყვავილები“, კოტე წერეთელი და აღმოსავლეთის კვლევები, ქართული კულტურული მემკვიდრეობა და იუნესკო და სხვა.

ქართული ჰიმნისა და გერბისადმი მიძღვნილი პირველი სალექციო შეხვედრა მსჯავრდებულთა აქტიური ჩართულობითა და დისკუსიით წარიმართა. 

პროექტი, რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან ხორციელდება. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ზრუნვა, განათლების დონის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ეფექტური ინტეგრაცია. ამ მიზნით დაწესებულებაში 17 ფსიქოსოციალური პროგრამა ფუნქციონირებს.

№8 დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდს 900 ახალი წიგნი შეემატა

დაწესებულების განახლებულ ფონდში წარმოდგენილია როგორც მხატვრული, ისე სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა. წიგნები სხვადასხვა გამომცემლობისგან №8 დაწესებულების ბიბლიოთეკას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელშეწყობით გადაეცა. 

ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულებს ერთ-ერთი წიგნის ავტორი, მწერალი რამაზ გიგაურიც შეხვდა, პატიმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნო და წიგნიერების მნიშვნელობაზეც ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური დაწესებულების ფონდის განახლებას კვლავ გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლებს გაეცნენ

№11 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური პროფესიების, მათ შორის, რობოტიკის შესახებ, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.

სამკვირიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ პატიმრებმა რამდენიმე სპეციფიკის რობოტიც დააპროგრამირეს.

სწავლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექწარმოების და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და რობოტიკის მიმართულების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. 

№11 დაწესებულებაში შემეცნებითი სალექციო ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები  გაეცნობიან „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას სხვადასხვა პროფესიაში. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვას და მათი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.

მსჯავრდებულები თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალზე წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ

პენიტენციურ სისტემაში პირველად, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალის ორგანიზატორების ინიციატივით, მსჯავრდებულები ძირითად საკონკურსო პროგრამაში წარდგენილ ფილმებს შეაფასებენ და გამარჯვებულებს გამოავლენენ.

პატიმრები ოთხი კატეგორიის – მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ექსპერიმენტულ – ფილმებს არსებული კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებენ.

ამ მიზნით №16 პენიტენციურ დაწესებულებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალ „დიოგენეს“ ორგანიზატორები ესტუმრნენ, მსჯავრდებულებს ფესტივალის ფარგლებში წარდგენილი ფილმები გადასცეს და შეფასების კრიტერიუმები გააცნეს.

მსჯავრდებულების გარდა, ფილმებს კიდევ ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების დაჯილდოება სექტემბერში გაიმართება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მასში 100-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების ხელშეწყობას კვლავ გააგრძელებს.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ტექნოლოგიური მიმართულებით სალექციო კურსს გაივლიან

№11 დაწესებულების მსჯავრდებულები სამკვირიანი შემეცნებითი სალექციო კურსის ფარგლებში დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან თანამედროვე ტექნოლოგიების არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას.

კურსის განმავლობაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გაეცნობიან „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას, ხელოვნური ინტელექტის როლსა და მნიშვნელობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას სხვადასხვა პროფესიაში, ელექტრონიკას და რობოტიკას; ლექციაზე წარმოდგენილ რამდენიმე რობოტს კი, ადგილზე დააპროგრამებენ მარტივი ბლოკური პროგრამირების საშუალებით.

კურსი არასრულწლოვან პატიმრებს ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ღირსეული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა პრიორიტეტულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვაა. მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაწესებულებაში 17 ფსიქოსოციალური პროგრამა ფუნქციონირებს. ამასთან, არასრულწლოვანი პატიმრების ჩართულობით უწყვეტად მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება.

humanIcon
hotLineIcon