laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი უფლებების დაცვის კუთხით ცოდნა გაიღრმავეს

ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი უფლებების დაცვის კუთხით ცოდნა გაიღრმავეს
№5 (ქალთა) დაწესებულებას საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს საკუთარი უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯავრდებულები ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ქალ მსჯავრდებულთათვის საკუთარი უფლებების დაცვისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი უფლებების დაცვის კუთხით ცოდნა გაიღრმავეს
№5 (ქალთა) დაწესებულებას საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს საკუთარი უფლებების დაცვის, ძალადობის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯავრდებულები ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ქალ მსჯავრდებულთათვის საკუთარი უფლებების დაცვისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

imageVideo
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე მოეწყო

პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების, გარე სამყაროსა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით №16 დაწესებულებაში საბავშვო სივრცე მოეწყო.

ახალი სივრცით სარგებლობა იმ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს შეუძლიათ, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და ხანგრძლივი (საოჯახო) პაემნით სარგებლობენ.

სივრცე აღიჭურვა ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი ინვენტარით; მოეწყო შესაბამისი ინტერიერი, სადაც მსჯავრდებულთა შვილებს დროის გატარება საოჯახო და კომფორტულ პირობებში შეუძლიათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია პატიმართა პირობების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება. ამ მიზნით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ყველა სახის პაემანი გახდა სრულიად უფასო; გათანაბრდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; ყველა მსჯავრდებულს მიეცა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

imageVideo
არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა დედებს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და დედის დღე მიულოცეს

№8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა არასრულწლოვანმა პატიმრებმა დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები მოამზადეს.

ამას გარდა, ფილოლოგმა ნინო ტაბატაძემ მსჯავრდებულებს წერილის დაწერის სტრუქტურის, ფორმალური და არაფორმალური წერილის მაგალითების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

imageVideo
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაცია პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

დელეგაციის წევრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძემ №16 დაწესებულების მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილი პროგრამები და პროფესიული სწავლების კურსები გააცნო; დაათვალიერებინა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნებისათვის განკუთვნილ სივრცეები; პურის საცხობი, ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ნივთს ამზადებენ, რეალიზაციიდან შემოსული თანხა კი, მათივე შემოსავლის წყაროა.

ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერი დაწესებულებაში მოქმედ ქართულ ინოვაციურ პროექტ „იუსტიციის სახლის“ მუშაობით დაინტერესდა, რომელიც როგორც პატიმრებს, ისე თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ისარგებლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისით.

სტუმრები №16 დაბალი რისკის დაწესებულებაში ახალ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის“ ფუნქციონირებას გაეცნენ, რომლის საშუალებით პატიმრები უმაღლეს განათლებას ონლაინ ფორმატში დისტანციურად იღებენ.

 „შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ საქართველომ უკან ჩამოიტოვა მისი ძალიან მძიმე წარსული. ციხეებში პატიმრებს ეპყრობიან პატივისცემით, სასჯელაღსრულების დაწესებულება ზრუნავს მათ რესოციალიზაციაზე, რაც მათთვის ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებაა განთავისუფლების შემდეგ“, – განაცხადა ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან.

imageVideo
პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

ამჯერად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდა №16 დაწესებულების მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საშხაპე სივრცე, განთავსდა ახალი ინვენტარი, შეიცვალა წყლისა და სავენტილაციო სისტემები, დამონტაჟდა ახალი განათება.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და პენიტენციურ სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაწესებულებებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს: №5 (ქალთა) დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე; №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განახლდა სავენტილაციო სისტემა; ასევე გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნების სივრცეები; სრულად შეიცვალა სპორტული ინფრასტრუქტურა.

imageVideo
ნიდერლანდების ელჩი №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურას და პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის განკუთვნილ პროექტებს გაეცნო

საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მელინე არაკელიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაწესებულების ტერიტორიაზე არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ახალგახსნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოინახულა, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან საჭირო ინვენტარით და აქტივობის შესაძლებლობით.

ელჩი გაეცნო №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეს, სამკერვალოს, სილამაზის სალონს, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო.

სტუმარმა ინფორმაცია მიიღო დაწესებულებაში მოქმედ ქართულ ინოვაციურ პროექტ „იუსტიციის სახლის“ შესახებ, რომელიც პატიმრებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ისარგებლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტი სერვისით.

მელინე არაკელიანი დაწესებულებაში ყოფნისას მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლების ტრენინგის“ მონაწილე ქალ პატიმრებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა. პროექტს ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესი“ ახორციელებს.

შემოერთდი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გუნდს

პენიტენციური სამსახური ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის გზით. ჩვენი მისიაა პატიმრობის აღსრულება უსაფრთხო, დაცულ და ჰუმანურ გარემოში. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 3700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

ჩვენ მათ ვთავაზობთ ყოველწლიურად გაუმჯობესებულ შრომით პირობებს:

მზარდ ხელფასს;

 წოდებრივ სარგოს;

 წელთა ნამსახურობის დანამატს;

 კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;

 ჯანმრთელობის დაზღვევას;

მუდმივად განახლებად სოციალურ ბენეფიტებს;

 და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია –ადამიანსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.

თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით სამსახური ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს არა მარტო თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდას, არამედ განავითარებს მათ უნარებსა და პროესიულ შესაძლებლობებს.

შემოუერთდი პენიტენციური სამსახურის გუნდს!

imageVideo
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება

 

პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა ტრანსპორტირება ახალი, კომფორტული ავტობუსებით განხორციელდება. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დამატებით სამი თანამედროვე სტანდარტის მქონე ავტობუსი შეიძინა.

ავტობუსები რუსთავის (№5, №6) და №14 დაწესებულებების თანამშრომელთათვის გამოყოფილ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს, ამასთან, ლაითურის №1 დაწესებულების თანამშრომელთა სამსახურამდე გადაადგილებას უწყება უკვე ახალი ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა პრიორიტეტულია. ამ მიზნით სამსახურის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფილია უფასო ჯანმრთელობის დაზღვევით, ამდენივეს გაეზარდა ანაზღაურება; შტატით გათვალისწინებულ ყველა მოსამსახურეს მიენიჭა წოდება; 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავენი დღის განმავლობაში – ერთჯერადად, ხოლო 24-საათიან ცვლაში მორიგე თანამშრომლები დღეში სამჯერ სარგებლობენ უფასო კვებით.

imageVideo
№11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში სხვადასხვა თეატრალური დასის მსახიობებმა სპექტაკლი ,,შობის ღამე" წარმოადგინეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში სხვადასხვა თეატრალური დასის მსახიობებმა სპექტაკლი ,,შობის ღამე" წარმოადგინეს.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჯაზ-ბენდის მონაწილეობითა და მსჯავრდებულთა ჩართულობით მუსიკალური ნომრებიც შესრულდა.

ღონისძიების დასასრულს პატიმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საჩუქრად სხვადასხვა სახის ტკბილეული და სანთლები საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატრიარქსა და საქართველოს საპატრიარქოს არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის

humanIcon
hotLineIcon